The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეა კალანდაძე

თეა კალანდაძე
Date of birth:2 July, 1989  (36 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი 2010 წელს; 2010 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით); 2011 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2013 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა; 2019 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში). 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსენელი.

2007-2008წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტაჟიორი, იურისტ-კონსულტანტის თანაშემწე; 2009-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი; 2009 წელს - ტრენერი პროგრამაში "სამართლის კლინიკა"; 2010 წელს - თბილისის მერიის თბილისელების ადვოკატი-სტაჟიორი; 2011-2012წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს სტაჟიორი; 2012-2014წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2014 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კონსულტანტი; 2014-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, მთავარი კონსულტანტი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; 2018-2019წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის თანაშემწე, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2021 წლის ივნისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geთბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge


Share: