| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ჩალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი. შრომითი საქმიანობა დაიწყო თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკაში, რიგით სპეციალისტად; 1956 წელს დაინიშნა ბოლნისის რაიონის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1955 წელს გადაყვანილი იქნა ბოლნისის აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1990–1998წწ. მუშაობდა თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკის გენერალურ დირექტორად; 1998 წელს არჩეული იყო ბოლნისის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარედ; 2000 წელს იქნა მეორე ვადით არჩეული; პარალელურად ასრულებდა ქვემო ქართლის საკრებულოთა ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობას; 2000-2003წწ. გაიარა სტაჟირება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კონგრესში და სენატში, ასევე შვედეთის და დანიის საკანონმდებლო ორგანოებში; მრავალი წელია არის მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის აქტიური წევრი. მიღებული აქვს მონაწილეობა ბევრ ღონისძიებებში. მათ შორის 1995 წელს რაჭის სოფელ ნედისის წშინდა გიორგის სახელობის ეკლესიის და ბოლნისის რაიონის რამდენიმე ეკლესიის მშენებლობაში. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.169
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

