| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მედეა გუგუტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "სიმდში" მიიღეს მოცეკვავე-მსახიობად. მისი რეპერტუარიდან აღსანიშნავია ცეკვები: "ქართული", "ოსური", "წყვილთა ნარნარი", "პაემანი", "განდაგანა", "მწყემსური", აგრეთვე სოლო პარტიები მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სიუიტებიდან: "ალანები", "შეყვარებული მაშტიბადი" და სხვა. იგი ანსამბლთან ერთად ხშირად მიემგზავრებოდა გასტროლებზე. 1971 წელს კოლექტივთან ერთად გამოვიდა მოსკოვის კრემლის ყრილობათა სასახლეში სკკპ XXIV ყრილობის დელეგატებისათვის გამართულ კონცერტზე. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.190 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

