| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ღლონტი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის მაწავლებელის კვალიფიკაციით 1981 წელს. 1982 წლიდან მუშაობს ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის პროგრამირებისა და ინფორმატიკის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომელად; 2005-2006წწ. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია ინფორმაციული ტექნოლოგიები, პედაგოგი; 2007 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს: სისტემური ანალიზი, პროგრამული ინჟინერია; ინფორმაციული სისტემების პროექტირების საკითხები; ხარისხის მართვის სისტემის აგების საკითხები სისტემური მიდგომის ჭრილში; სტატისტიკა, გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2007). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

