The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ფხოველიშვილი

მერაბ ფხოველიშვილი
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1953  (73 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით 1974 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის (რუსეთი) ასპირანტურა 1978 წელს.

1978-1989წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი  პროგრამირების განყოფილება, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1998-2014წწ. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ინფორმატიკის განყოფილება, განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2014-2023წწ. სტუ, ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ინფორმატიკის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი (ნახევარ შტატზე), პროფესორი (ნახევარ შტატზე); 2023 წლიდან სტუ, ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შალვა მიქელაძის სახელობის გამოთვლითი ცენრტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. მისი კვლევების სფერო არის ინფორმატიკა და მისი გამოყენება. მისი სამეცნიერო მიმართულებებია: პარალელური პროგრამების ალგორითმები, პროგრამირების პარადიგმები, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, და ოპტიმალური პროგნოზირება პარალელური მონაცემების გამოყენებით. 10-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2018).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: