| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ორაკლასიანი სკოლა თბილისში 1911 ნელს. მოწაფედ შედის აგაბაბოვის მექანიკურ სახელოსნოში. 1914 წელს გადადის მძღოლის თანაშემწის სამუშაოზე. 1916 წელს ჯარში იწვევენ და მძღოლად მეშაობს ერზერუმის (ამჟ. თურქეთი) რკინიგზის სამმართველოში. 1921-1922წწ. მოხალისედ არის არმიაში. საბრძოლო დამსახურებისათვის ის დაჯილდოვებულია სამხედრო საბჭოს სიგელით. დემობილიზაციის შემდეგ ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა საწარმოში მსახურობდა. 1924 წლიდან "ზაკავტოპრომტორგში" მძღოლად მუშაობდა. 1927 წელს ინიშნება "ზაკავტოპრომტორგის" გარაჟის გამგედ; 1928 წელს თბილისის განყოფილების მმართველად. 1930 წელს გაიგზავნა ლენინგრადის სატრანსპორტო აკადემიასთან არსებულ სამეურნეო მუშაკთა კურსებზე. 1938 ნლის 12 ივნისის არჩევნებში საქართველოს უმაღლესი საბჭოს I მოწვევის დეპუტატად აირჩიეს, ბორჩალოს მტს–ის (მანქანა ტრაქტორების სადგური) დირექტორი, ბორჩალოს რაიონის N78 საარჩევნო ოლქიდან. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბ.,2023.-გვ.178
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

