| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი დვალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1982-1983 წლებში მუშაობდა თბილისის ერთ-ერთი რაიონის სანიტარულ დაწესებულებაში სანიტრად. შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. იყო რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს, "ხელოვნური თირკმლის" განყოფილებაში, 1990-1991 წლებში გაიარა ინტერნატურა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის სპეციალობაში; მუშაობდა თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ფილიალში, შოკის ბრიგადის ექიმ-რეანიმატოლოგად, 1991 წლის სექტემბრიდან 1993 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს რკინიგზის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის პირველ საავადმყოფოში, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის განყოფილების ექიმი. 1993 წლის 4 თებერვლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი საარმიო კორპუსის მეორე ბრიგადის სამედიცინო ასეულის მედიცინის უფროსი ლეიტენანტი. მედიცინის უფროსი ლეიტენანტი ირაკლი დვალიძე დაიღუპა 2 ივლისს ტამიშთან დესანტის გადმოსხმისთანავე. სიკვდილის შემდეგ არჩეული იყო საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემიის საპატიო წევრად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.173-174
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

