| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბიჭვინთა, გაგრის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1980 წელს. მუშაობდა გაზეთ "თბილისში" კორესპონდენტად; 1989-1992წწ. იყო დამოუკიდებელი პროფკავშირების გაზეთ "კაბადონის" განყოფილების გამგე; 1992 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1991 წლიდან შეთავსებით მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე პედაგოგად; ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს უკითხავდა "ჟურნალისტური ოსტატობის" კურსს; ავტორია ლოცვის წიგნისა "ვედრება". ხელმძღვანელობდა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გაზეთ "აღმაშენებლის" გამოცემას; გამოქვეყნებული აქვს საუბრები საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ადამიანის უფლებების დაცვის დარგში. ასევე, სწავლობდა და აშუქებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ოქსვამის" ბაზაზე დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციის ქალთა საკონსულტაციო ცენტრ "სახლის" მუშაობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.132; ონლაინ გამოცემა "მხარე": mkhare.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

