The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბაღათურია

გიორგი ბაღათურია
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1976  (50 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მათემატიკოსის ბაკალავრის ხარისხით 1997 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მათემატიკოსის მაგისტრის ხარისხით 2000 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2008 წელს.

2004-2008წწ. გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა, საშუალო და მაღალი კლასები, მასწავლებელი; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, მათემატიკური მოდელირების განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2017-2020წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი; 2021 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, მოწვეულლი ლექტორი; 2021-2023წწ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერების და არქიტექტურის სკოლა, მოწვეული ლექტორი. 36 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათემატიკის აკადემიური დოქტორი (2008), პროფესორი (2017).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: