The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულიკო კაჟაშვილი

გულიკო კაჟაშვილი
Date of birth:17 January, 1989  (37 years)
Category:Public official, Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის ისტ ფორსაისის უმაღლესი სკოლა 2006 წელს; 2008 წელს გაიარა სასწავლო კურსი ამერიკული ინსტიტუტი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სწავლებაზე ჩეხეთში (პრაღა); 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი  და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2010 წელს გაიარა სასწავლო კურსი "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები" გერმანიაში (ფრანკფურტი); 2010 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით; 2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა; 2019 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა; 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში; 2019 წელს გაიარა სასამართლო მედიატორთა სასერთიფიკატო პროგრამა; 2020-2021წწ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2022 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა ჰარვარდის სამართლის სკოლის საავტორო სამართლის აფილირებული კურსი; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სასწავლო პროგრამაში, მათ შორის, გავლილი აქვს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის კურსები ინსტლექტუალურ სამართალში.

2010-2011წწ. - სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სპეციალისტი; 2011-2012წწ. - სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევათა დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; 2013 წელს - ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი; 2014 წელს - ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2015 წელს - ააიპ "აგროსერვის ცენტრის" სახელმწიფი შესყიდვების კოორდინატორი; 2015-2019წწ. - შპს "გორგიას" მთავარი იურისტი; 2019-2022წწ. - შპს "გორგიას" აჭარის იურიდიული სამსახურის უფროსი; 2022 წლის მარტიდან - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის (სტატია, მონოგრაფია) ავტორი; 2011 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში. ასევე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი; 2021 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; ბათუმის საქალაქო სასამართლო: court.ge

Bibliography


Share: