| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაიოზ მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1944 წელს. 1930 წელს შევიდა თბილისის ავტოსაქარხნო სკოლაში მუმა-მოსწავლედ; 1935-1936წწ. მუშაობდა ზუსტ ხელსაწყოთა ქარხანაში ხარატად; 1944-1951წწ. თბილისის ჩუღყრეთის რაიონის სახალხო მოსამართლედ; 1951-1953წწ. თბილისის ოლქის სასამართლოს წევრად. ოლქის გაუქმების შემდეგ მას კვლავ ირჩევენ ჩუღურეთის რაიონის სახალხო მოსამართლედ; 1960 წლის დეკემბრიდან თბილისის ვაკის რაიონის სახალხო მოსამართლეა; 20 წელი მუშაობდა მოსამართლედ. რამდენჯერმე იყო არჩეული თბილისის მშრომელთა დეპუტატების ჩუღურეთის რაიონული საბჭოს დეპუტატად. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.183-184
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

