The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ელიაშვილი

მამუკა ელიაშვილი
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1969
გარდაცვ. თარიღი:1993  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1985-1987 წლებში იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. ტყიბულში ე. მინდელის სახელობის მაღაროში მიწისქვეშა მუშად. 1988 წელს ჩაირიცხა ქ. ორჯონიკიძის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მოსამზადებელ კურსზე. 1990 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყებისთანავე იბრძოდა მოხალისედ. დაიღუპა სოფელ ტამიშთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.179-180; mematiane.ge


გააზიარე: