| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო სახელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით 2010 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა კერძო სამართლის სპეციალიზაციით 2012 წელს; 2011 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2011 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი; 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში; 2020-2021წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2010 წლის მარტიდან სექტემბრამდე - ააიპ "თბილისელების ადვოკატის" იურიდიული კონსულტანტი; 2010 წლის აპრილიდან ივნისამდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში სტაჟიორი; 2011 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტაჟიორი; 2012-2014წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი; 2014-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სხდომის მდივანი; 2016-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2018-2020წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის თანაშემწე; 2020 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი; 2022 წელს - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2022 წლის მარტიდან - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; ბათუმის საქალაქო სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

