| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს. სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ასპირანტურა ქართული ენის დიალექტოლოგიის განხრით 1943 ნელს. 1931 წლიდან მესხეთს უბრუნდება და პედაგოგად იწყებს მუშაობას ახალციხეში, ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას. შემდეგ გადაჰყავთ ბორჯომის სახალხო განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორად. 1935 წელს მუშაობდა ქალაქ გორის V საშუალო სკოლის დირექტორად, შემდეგ ამავე ქალაქის სამასწავლებლო ინსტიტუტში ასისტენტის თანამდებობაზე. მუშაობდა საქართველის მეცნიერებათა აკადემიის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში. შემდეგ წლებში მსახურობდა ცხინვალის, თელავის, ბათუმის, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1956 წელს მიიწვიეს თბილისის ა.პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დოცენტად. არის 700–მდე სტატიისა და მეცნიერული ნაშრომის ავტორი. სამი ათეული წლის მანძილზე აგროვებდა თანამედროვე ქართულ ანთროპონიმიურ მასალებს – ადამიანთა გვარ-სახელებს: 12 ათასამდე გვარს მოუყარა თავი და 1981 წელს გამოსცა წიგნი "ქართული გვარსახელები". აქტიურად თანამშრომლობდა რესპეზლიკურ დუ საქალაქო ჟურნალ-გაზეთებში. იგი მრავალმხრივი საზოგადოებრივი მუშაკიც იყო: 10 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა და კონსულტაციას უწევდა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის რესპებლიკურ სასახლემი მის მიერ ჩამოყალიბებულ ნორჩ ტოპონიმიკოსთა სექციას. იყო თბილისში პოლიტიკური განათლების რესპუბლიკურ სახლთან მეტყველების კულტურის ლექტორიუმის ერთ–ერთი დამაარსებელი და აქტიური თანამშრომელი, საფარის სახალხო უნივერსიტეტის ერთ–ერთი ლექტორი. ათეული წლების მანძილზე ეძიებდა, აგროვებდა და მეცნიერულად ამუშავებდა მასალებს ქართული ენის გრამატიკის, ლექსიკოლოგიის, დიალექტოლოგიის, ფოლკლორისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობისა და ისტორია–ეთნოგრაფიის სფეროში. აღსანიშნავია მისი აქტიური მონაწილეობა თუ ხელმძღვანელობა მრავალ სამეცნიერო ექსპედიციაში. არანაკლებ ნაყოფიერი იყო მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა: ეწეოდა მდიდარი ქართული ენის, ხალხური ზეპირსიტყვიერების, ლიტერატურის, მშობლიური ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას. ის მთელ საქართველოს მასშტაბით იყო ცნობილი თავისი სახალხო ლექსებით. იყო საზოგადოება "ცოდნის" წარმომადგენელი. მესხეთის ისტორიის პირველი მკვლევარია. დიდ ყურადღებას აქცევდა ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, ზრუნავდა მასზე, უძღვნა მას სტატიები. იყო აქაური ხელნაწერების ერთ–ერთი პირველი მკვლევარიც. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მესხური ლექსიკა", დაიცვა 1948 წელს. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.189-196 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

