The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა მამაცაშვილი

მარინა მამაცაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1973 წელს.

სტუდენტობის წლებში თანამშრომლობდა გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიასთან"; 1976 წელს იყო ჟურნალისტთა პირველი საკავშირო შეკრების მონაწილე; 1981 წლიდან მუშაობდა გაზეთ "ზარია ვოსტოკაში", ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებლად; 1985-1992წწ. დაამტკიცეს პრესის სააგენტო "ნოვოსტის" კორესპონდენტად საქართველოში, სადაც ღამის სააგენტოს გაუქმებამდე იმუშავა. შემდეგ წლებში მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო BGI-ში ახალი ამბების გამოშვების რედაქტორად; 1995 წლის 17 სექტემბრიდან ეთერში გავიდა რადიო "აუდიენციის" FM105.9 პირველი პროგრამები რუსულ ენაზე, სადაც სამი წელი იმუშავა პროგრამის ავტორად და წამყვანად; 1998 წლიდან მუშაობდა გაზეთ "სვობოდნაია გრუზიაში" ლიტერატურულ რედაქტორად.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.143


გააზიარე: