| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯაფარაული (ამჟ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა ამიერკავკასიის ელექტროტექნიკუში 1933 ნელს; 1934 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. ერთი წლის შეშდეგ გადავიდა ლენინგრადის (ამჟ. სანკტ– პეტერბურგი) უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1940 წელს; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის სრული კურსი 1949 წელს. სწავლის პერიოდში მუშაობდა გაზეთ "მუშასა" და რადიოგადაცემათა რედაქციებში ლიტერატერულ მუშაკად; 1940 წელს გაიგზავნა ხარაგაულის რაიონული გაზეთის "ლენინის დროშის" რედაქტორად. 1944 წელს გადმოჰყავთ საქართველოს კპ ცკ–ის აპარატში პრესისა და გამომცემლობის სექტორის გამგედ. 1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–თანამშროშლად. 1952 წელს ინიშნება საქართველოს მთავლიტის უფროსად. 1957-1961წწ. მუშაობდა საქართველოს დეპეშათა სააგენტოს დირექტორად. მას ეკუთვნის 15 მონოგრაფია და 150-ზე მეტი სამეცნიერო და თეორიული ხასიათის სტატია. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად 1949 წელს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კულტურული მშენებლობა საქართველოში ომის შემდგომ პერიოდში (1945 – 1962 წწ.)", დაიცვა 1966 წელს. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.196-198 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

