| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ თბილისი. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1993 წელს; ასპირანტურა 1999 წელს. 1999-2008წწ. მუმაობდა თბილისის სასულიერო აკადემიის საქართველოს ისტორიის კათედრაზე გამგის თანაშემწედ. 2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ისტორიის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2005-2012წწ. მუშაობს თბილისის სასულიერო აკადემიაში ისტორიის ლექტორად. 2012 წლიდან ამავე აკადემიის კათედრის გამგის ასისტენტია. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებში და კონფერენციებში. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.201
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

