The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მაისურაძე

ირაკლი მაისურაძე
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1969  (56 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით 1992 წელს.

1992 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო-კვგლევით ცენტრში უმცროს მეცნიერ–მუშაკად. 2002 წელს მისი მეცადინეობით, საქართველო მიუერთდა ბირთული ინფორმაციის საერთაშორისო სისტემას, რომლის შტაბ-ბინა ქალაქ ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოშია. 2002 წელს მუშაობა დაიწყო სააგენტოდან შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკის მიღებაზე და მას შემდეგ, რაც ის ტექნიკა საქართველოში ჩამოვიდა, საქართველოში წარმოებული კვლევებისა და შემუშავებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია ვენაში იგზავნება, რითაც ჩვენი ქვეყნის კვალი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოცემულ დარგშიც წარმოჩინდება. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია რადიობიოლოგიის განხრით 2002 წელს.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.201-202


გააზიარე: