The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირიან თეთრაძე

მირიან თეთრაძე
სხვა სახელი:მალხაზ თეთრაძე
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1951
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 1992  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

პროფესიით ინჟინერი მუშაობდა რადიოქარხანაში, ფერადი ტელევიზორების საამქროში. შემდეგ სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, ამავე დროს იყო საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების პოლიციის უმაღლეს სკოლაში კურსის უფროსი,  მაიორი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, 26 აგვისტოს შეიქმნა კურსანტთა ასეული, რომელიც გაგრაში გაემგზავრა. დაიღუპა 29 აგვისტოს სოფელ კოლხიდასთან 11 კურსანტთან ერთად. იყო სპიტაკში, სამაჩაბლოში, ცხინვალში ბოლოს, აფხაზეთში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.199


გააზიარე: