The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგი მინაშვილი

დაბადების თარიღი:1942  (84 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1970 წელს.

1971 წლიდან მუშაობა დაიწყო გამომცემლობა "განათლებაში" ჯერ გამომშვების თანამდებობაზე, შემდეგ რედაქტორისა და უფროსი რედაქტორის თანამდებობაზე; 1979 წლიდან მუშაობს თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე; წლების განმავლობაში იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სასწავლო დარგში; ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; არის სამი წიგნისა და მრავალი სამეცნიერო ლიტერატურულ-კრიტიკული წერილის ავტორი; მისი მხატვრული ნაწარმოებები და ნაწყვეტები რომანიდან "სიცოცხლე უჟამო ზღურბლთან" იბეჭდება ლიტერატურულ პრესაში; მუშაობს ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრაზე.

სამეცნიერო დისერტაციის თემა – "ანასტასია თუმანიშვილი–წერეთელი", დაიცვა 1976 წელს.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.144

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: