| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ჩუბინიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1993 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2021 წელს. 1993-1996წწ. ბოლნისის საავადმყოფო, კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, ექიმი-ბიოქიმიკოსი; 1996-2006წწ. ბოლნისის რაიპოლიკლინიკა, კლინიკო დიაგნოსტიკური ლაბორატორია, გამგე, ექიმი-ლაბორანტი; 2006-2012წწ. ბოლნისის სამშობიარო სახლი, კლინიკო დიაგნოსტიკური ლაბორატორია, გამგე, ექიმი-ლაბორანტი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ბიოკიბერნეტიკული სისტემების განყოფილება, მეცნიერ თანამშრომელი; გამოქვეყნებული აქვს სტატიები მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში და მიღებული ააქვს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერნციებში; 2008 და 2015 წლებში ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების ჩასატარებლად მიწვეული იყო კალაბრიის უნივერსიტეტში (იტალია). მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროებს წარმოადგენს ოქროს და ვერცხლის ნანონაწილაკებისა და ლუმინესცენციური საღებავის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ვიზუალიზაცია და წამლის ტარგეტირებული მიწოდება. ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2021). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

