The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატიანა გავრილენკო

ტატიანა გავრილენკო
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1937  (89 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა ი. ბ. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით რადიოფიზიკა, ფიზიკოსის საშ. სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1960 წელს; მოსკოვის ვავილოვის სახ. სახელმწიფო ოპტიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1970 წელს.

1960-1961წწ. ფიზიკის ინსტიტუტი,  ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1961-1966წწ. კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1966-1987წწ. კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ლაბორატორია, ინჟინერი; 1970-1975წწ. კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ლაბორატორია, ინჟინერი; 1975-1999წწ. კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ლაბორატორია, უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი; 1999-2006წწ. ვ. ჭავჭანიძის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ლაბორატორია, წამყვანი ინჟინერი; 2006 წლიდან სტუ–ს ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, გამოთვლითი ტექნიკის ელემენტებისა და ნანომასალების განყოფილება, მეცნიერი-თანამშრომელი. 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: