The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეა მაისურაძე

თეა მაისურაძე
დაბადების თარიღი:23 ოქტომბერი, 1973  (52 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბორცხა, სოხუმის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფაკულტეტზე ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1996 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ქართული ლიტერატურის კათედრის ასპირანტურა 2000 წელს.

2001-2009წწ. გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის აკადემიური ხარისხის მაძიებელი; 2004 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქართული ლიტერატურის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად; 1997 წელს მუშაობა დაიწყო თსუ სოხუმის ფილიალის პოლიტოლოგიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად, შემდეგ როგორც მოწვეული პროფესორი; 2000-2008წწ. მსახურობს თსუ სოხუმის ფილიალის პოლიტოლოგიის კათედრის უფროს მასწავლებლად, შემდეგ მიწვეულ პროფესორად; 2009-2014წწ. იყო საქართველოს ხარისხის მართვის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2010-2011წწ. პეტრე მოგილის სახელობის შავი ზღვის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2012-2013წწ. ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვისა და კომპიუტინგის ფაკულტეტის დეკანი; 2011-2016წწ. ხარისხის მართვის საზოგადოებრიგი კოლეჯის სწავლების სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2015 წლიდან არის ექვთიშე თაყაიმვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან საქართველოს ბიზნესის აკადემიის სწავლების სამსახურის მენეჯერი; გამოქვეყნებული აქვს 2 სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია, 16 სტატია; 1997 წლიდან აქტიურად არის ჩართული რეგიონალურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში; გავლილი აქვს კვალიფიკაციისა და პროფესიული დონის ასამაღლებელი 18 ტრენინგი. არის მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.202


გააზიარე: