| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაგა იმერლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. 1992 წლის 18 მაისს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა საქართველოს შინაგანი ჯარების საპატრულო ლეგიონის I ბატალიონში, რიგითად. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს მიიღო ჯერ უმცროსი სერჟანტის და შემდეგ სერჟანტის წოდებები. მონაწილეობდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო ოპერაციებში: შიდა ქართლში - სამაჩაბლოში, აფხაზეთში - ოჩამჩრში, ტამიშში, ცაგერაში, ცხენისწყალზე, ლაბრაში, ძველ კინდღში, სოხუმის დაცვაში, გუმისთავზე, შრომის ზეგანის მაღლობის აღებაში. დაიღუპა 1993 წლის 5 ივლისს, საბრძოლო მოვალეობების შესრულებისას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.208
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

