| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსლან რუსია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1976 წელს. 1990-1992წწ. იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს; 1976 წლიდან მუშაობა დაიწყო გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში; სხვადასხვა წლებში იყო ამ რედაქციის კორესპონდენტი, საკუთარი კორესპონდენტი, განყოფილებათა გამგე და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1990-1991წწ. მუშაობდა გაზეთ "რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილედ; 1992 წლიდან არის გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" მთავრი რედაქტორის მოადგილე, პირველი მოადგილე და ამავე გაზეთის გამომცემელი შპს "პრესა-98"-ის დირექტორი. 2004-2016წწ. გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" პასუხისმგებელი რედაქტორი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.147 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

