| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთო საბიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1993 წელს. 1992-1995წწ. დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო "იბერიას" მთავარი რედაქტორი; 1995-1997წწ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში; 1997-2004 წწ. ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის გამომცემლობას; 1998 წლიდან დღემდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ტელე-რადიოჟურნალისტიკის კათედრაზე. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.153
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

