| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნელი მახვილაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი ინჟინერ ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1968 წელს; მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის საფეიქრო ბოჭკოების ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1980 წელს; ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური კინეტიკის კათედრის ასპირანტურა 1980 წელს. 1978-1981წწ. თბილისის აბრეშუმის გაერთიანება, საწარმოო განყოფილება, ინჟინერი; 1971-1974წწ. შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ცენტრი, უფროსი ინჟინერი; 1974-1977წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, საფეიქრო მრეწველობის კათედრა, ასისტენტი; 1981-1987წწ. საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1981 წლიდან მუშაობს საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ ტექინფორმში: 1987-1991წწ. უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1991-1993წწ. განყოფილების გამგე; 1993-2001წწ. განყოფილების გამგე, სწავლული მდივანი; 2001-2006წწ. დირექტორის მოადგილე; 2006-2007წწ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007-2011წწ. დირექტორი; 2010-2018წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ტექინფორმი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ტექინფორმი, დირექტორი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ტექინფორმი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. მისი ინსტიტუტის ხელმძღვანელობის პერიოდში შეიქმნა საქართველოს სამეცნიერო პროდუქციის აღმწერი ბაზები-საქართველოს მეცნიერები/ექსპერტები, საქართველოს სამეცნიერო კვლევები და პროექტები, საქართველოს პუბლიკაციები, ინოვაციები და ტექნოლოგიები და სხვ. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის-ICSTI პროექტებს (ადამიანის საარსებო გარემო; ანალიზი: მეცნიერება, ტექნიკა, ბიზნესი). მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინსტიტუტ ტექინფორმის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

