The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბელა საღინაძე

ბელა საღინაძე
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1965  (60 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა ცაგერის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი 1983 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1990 წელს.

იყო გაზეთ "ლეჩხუმის მაცნეს" რედაქტორი; "სახალხო გაზეთის" სპეც კორესპონდენტი რაჭა–ლეჩხუმის ზონაში; პარალელურად მუშაობდა თბილისის სულხან–საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ცაგერის ფილიალში სამეცნიერო საბჭოს სწავლულ მდივნად; არის არაერთი საინტერესო პუბლიკაციის ავტორი; 2012-2017წწ. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; ა(ა)იპ - ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.155; ცაგერის მუნიციპალიტეტისთვითმართველობა: tsageri.gov.ge


გააზიარე: