The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1968  (57 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუეტი პედიატრის სპეციალობით 1993 წელს.

1993–1994წწ. სტაჟირება გაიარა პროფსორ ნ. კასიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში, იმავე ინსტიტუტში – ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის სპეციალობით. 2007 წელს ჯანდაცვის ორგანიზება და მართვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1999–2004წწ. მუშაობდა სააქციო საზოგადოება "ახალციხის რაიონული საავადმყოფო"- ში ანასთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად და ოტო-რინო-ლარინგოლოგად. 2004–2013წწ. იყო ამავე სააქციო საზოგადოების დირექტორი. 2013 წლიდან არის ახალციხის კლინიკა "იმედი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.226


გააზიარე: