| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ეპიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხთ 2004 წელს; საქართველოს სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით 2006 წელს; საქართვლოს ტექნიკური უნივერსიტეტი დოქტურანტურა 2018 წელს. 2005-2010წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მარკეტინგის განყოფილება, წამყვანი სპეციალისტი; 2010 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანობის კოორდინატორი, პრეზიდენტის თანაშემწე; 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, "ბიომრავალფეროვნება და ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევების გამოყენება", მეცნიერ თანამშრომელი საგარეო ურთიერთობათა მიმართულებით; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიოტექნოლოგიის ცენტრი, მეცნიერ თანამშრომელი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომია ავტორი. აკადემიური დოქტორი (2018). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიოტექნოლოგიის ცენტრის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

