The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ კაპანაძე

გრიგოლ კაპანაძე
სხვა სახელი:გია კაპანაძე
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1962
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 1992  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

სწავლობდა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმში. სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა ქ. ტერმეზში. იბრძოდა ავღანეთშიც, საიდანაც 1983 წლის 13 იანვარს დაბრუნდა. შემდეგ დაამთავრა ინგლისური ენის ფაკულტეტი, 1988 წელს სოფელ წერაქვში ასწავლიდა ინგლისურ და რუსულ ენებს. 1991 წელს ბორჯომში ჩამოაყალიბა ავღანელ ვეტერანთა კავშირთან სპეცრაზმი "ქამანდი", იყო მისი მეთაური. აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე მიდის მოხალისედ. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 28 აგვისტოს გაგრაში. აქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.218-220


გააზიარე: