| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულიკო დვალი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით 1964 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1980 წელს. 1973-1974წწ. საქართველოს მიწათმოქმედების კვლევითი ინსტიტუტი, მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, მეცნიერ თანამშრომელი; 1974-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წულუკიძის სახ. სამთო მექანიკის ინსტიტუტი, სასარგებლო წიაღისეულის ქიმიური დამუშავების ლაბორატორია, მიკრობიოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1980-1984წწ. საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის რესპუბლიკური კომპლექსური ლაბორატორია, ბიოლოგიური ანალიზების განყოფილება, ლაბორატორიის გამგე; 1984-2006წწ. ხილისა და ბოსტნეულის შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მიკრობიოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2006-2011წწ. სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი, ქსოვილური კულტურების და მიკრობიოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიოტექნოლოგიის ცენტრი, ქსოვილური კულტურები და მიკრობიოლოგია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, მიკრობიოლოგი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიოტექნოლოგიის ცენტრის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

