| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ წითლაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კასპი. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2012 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურა 2014 წელს; საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2023 წელს; 2023 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი სისხლისსამართლის პროცესის მიმართულებით; 2019 წელს გაიარა ტრენინგი - სიძულვლით მოტივირებული დანაშაულის გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება; 2021 წელს გაიარა ლექტორის (ინსტრუქტორის) მომზადების კურსი; 2021 წელს გაიარა ტრენინგები შსს-ს მენეჯმენტის საკითხებში და შსს-ს სპიკერებისთვის - სისხლისსამართლებრივი დევნის და გამოძიების მხარდაჭერის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით; 2022 წელს გაიარა ტრენინგნი - სასაზღვრო და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების მეთოდიკა; 2023 წელს გაიარა ტრენინგი - გამოძიების ჩატარების ტექნიკა ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეებზე; გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები - სასაზღვრო დანაშაული; ცეცხლსასროლი იარაღის ტაქტიკური მომზადება; დაკითხვის ტაქტიკა და ადვოკატირების უნარ-ჩვევები; 2023 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. 2013 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2010 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სტაჟიორი; 2011-2012წწ. - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სტაჟიორ-გამომძიებელი; 2014 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში; 2013-2014წწ. - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში გამომძიებელი; 2014-2015წწ. - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში საგამოძიებო განყოფილების უფროსი; 2015-2018წწ. - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოში საგამოძიებო განყოფილების უფროსი; 2018-2019წწ. - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2019-2023წწ. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში საგამოძიებო სამმართველოს უფროსი; 2023-2024წწ. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 2024 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით; 2015 წლიდან არის არაერთი ნაშრომის და სტატიის ავტორი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და სისხლის სამართლის პროცესში. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; ბოლნისის რაიონული სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

