| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას პირველად ეზიარა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში ქორეოგრაფ რუბენ ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით. 1960 წელს მიიღეს საქართველოს სიმღრისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად (ქორეოგრაფი რესპუბლიკის სახალხო არტისტი ჯანო ბაგრატიონი). 1965 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის წევრია. ანსამბლში მუშაობის მრავალი წლის მანძილზე ბევრ ცეკვაში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია: "ალვანური", "ყაზბეგური", "ხევსურული", "მხედრული" და სხვა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ანსამბლის საგასტროლო საქმიანობაში. იყო ანსამბლის სადადგმო ნაწილის გამგე. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.200 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

