The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა მაისურაძე

მანანა მაისურაძე
Date of birth:13 July, 1970  (55 years)
Category:Singer, Agricultural Worker

Biography

დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი.

1993 წლიდან არის ანსამბლ "ფორტე"-ს წევრი; 1996–1999წწ. ანსამბლი "ფორტე" გამოდიოდა ა. გომიაშვილის კლუბში "ოქროს ოსტაპი" (მოსკოვი); 2000 წელს დაბრუნდნენ საქართველოში და სოლო კონცერტი ჩაატარეს ორკესტრთან ერთად; ამას მოყვა ცნობილი სიმღერა და ვიდეორგოლი "პოპური ქართული მულტფილმებიდან"; 2002 წელს გამოვიდა მომდევნო ჰიტი "თბილისის მზეს", შემდგომ დაიწყო არტ იმედის პროექტი 2005 წლამდე, ამ პერიოდში ჩაიწერა დუეტი დათო გომართელთან - "აგენტი 0013"; 2005 წელს ფესტივალზე "ქართული სული" დასამახსოვრებელი კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე; ხშირად მოგზაურობენ ტურნეს ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში; გამოვიდნენ ავსტრიის, ესპანეთის, შვეიცარიის, ყაზახეთის, რუსეთის და უკრაინის დიდ სცენებზე; მიღებული აქვთ საპატიო სიგელი -  "ეამაყება თბილისს" - საქართველოსა და მისი დედაქალაქის პოპულარიზაციის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის, საინტერესო პროექტებისა და იდეებისთვის; 2001 წელს ფესტივალზე "წლის სიმღერა", გადაეცათ პრიზი სიმღერისთვის "პოპური"; 2002 წელს ფესტივალზე "წლის სიმღერა" - გადაეცათ პრიზი სიმღერისთვის "თბილისის მზეს"; 2003 წელს ფესტივალზე "აზიის ხმა" (უზბეკეთი) დაჯილდოვდნენ პრიზით - "ხალხის სიმპათია"; ანსამბლი ფორტე არის "ოქროს დისკის" მფლობელი ჯგუფი.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023.- გვ.261; რადიო ჰოლდინგი "ფორტუნა": fortuna.ge; ვინ ვინ არის საქართველოში, 2009 = Who is who in Georgia, 2009 : ბიოგრაფიული ცნობარი / სარედ. ჯგუფი: ხათუნა თოდუა, მანანა მიქაბერიძე, ხათუნა მიქაბერიძე [და სხვ.].-თბ.,2009.-გვ.263

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: