| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად გოჩაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2009-2018წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - გადაწყვეტილებათა ჩამოყალიბება სააპელაციო სასამართლოში; ადამიანის უფლებები; პროფესიული უნარ-ჩვევები; აღკვეთის ღონისძიებების შესახებ ბრძანების დასაბუთება; სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროგრამა; სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი; გადაწყვეტილების წერის კულტურა/დასაბუთება; განაჩენის დასაბუთება; აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და დასაბუთება; ნასამართლეობის მოხსნა; ეფექტური კომუნიკაცია და კომუნიკაციის სტანდარტები; კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1992-1998წწ. - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივანი; 1999-2005წწ. - ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2006-2023წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

