The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად ცეკვავა

ზვიად ცეკვავა
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1990  (36 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2011 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა 2018 წელს; 2011-2023წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი; ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები; მართლმსაჯულების სკოლა; 2018 წელს გაიარა ტრენინგი - საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომითი კოდექსი; 2019 წელს გაიარა ტრენინგი - საკორპორაციო სამართალი; 2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.

2012-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი; 2017-2023წწ. -  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geთბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge


გააზიარე: