| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამთა საჯაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2010 წელს, მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია; 2010 წელს გაიარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2012 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა; 2012-2021წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა; სისხლის სამართლის პროცესი და სიახლეები; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (პრეცედენტები); ტრეფიკინგთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები: ტრეფიკინგის მსხვერპლთა, განსაკუთრებით ბავშვების ეფექტიანი დაცვა; ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა; ეფექტიანი კომუნიკაცია; მოწმის დაკითხვის ახალი წესი; საპროცესო დოკუმენტების შედგენა (სისხლის სამართალი); ირიბი მტკიცებულებებისა და სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებების დასაშვებობა ოჯახური ძალადობის საქმეებზე; 2017 წელს გაიარა ტრენინგი - ურთიერთობების ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა; 2018 წელს გაიარა ტრენინგები - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის გამოყენება; 2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2018 წელს გაიმარჯვა მართლმსაჯულების ზამთრის სკოლაში და სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ჰააგაში, მასპინძელი სასამართლო Residual Special Court for Sierra Leone. 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2009-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი; 2010-2014წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების სხდომის მდივანი; 2014-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2018 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს მთავარი სპეციალისტი; 2018-2023წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

