The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოფიო იაშვილი

სოფიო იაშვილი
Date of birth:25 January, 1938  (88 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი.

1951-1956 წლებში ცეკვას დაეუფლა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში ანტონ ჩიხლაძისა და რომან ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით. 1957 წელს მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალში მოსკოვში საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ინიციატივით შექმნილ ცეკვის ახალგაზრდულ ანსამბლთან ერთად (ხელმძღვანელი ბ. დარახველიძე). არის მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი. 1959-დან 1960 წლამდე მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში (ხელმძღვანელი ჯ. ბაგრატიონი). 1960 წლიდან მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში. იგი წარმატებით ასრულებდა სოლო ცეკვებს: "სამაია", "სიმდი", "ქართული". დაჯილდოებულია საქართველოს ალკკ ცკ-ის და რესპუბლიკის მთავრობის ქების სიგელებითა და დიპლომებით.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.208

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: