The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა საითიძე

გელა საითიძე
Legal name:გიორგი საითიძე
Date of birth:28 September, 1938  (87 years)
Category:Scientist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ზედა სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1963 წელს.

1956-1958წწ. მუშაობდა თერჯოლის, ქუთაისის და ტყიბულის რეგიონებში, როგორც კორესპონდენტი, აქტიურად თანამშრომლობდა პრესასთან; მუშაობდა "ცეკავშირის" თბილისის კოოპერაციულ ტექნიკუმში; უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა სამეცნიერო წრეში; საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციებზე წაკითხული აქვს ხუთი სამეცნიერო ნაშრომი; სტუდენტობის დროს იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ და სპორტულ ცხოვრებაში; 1966 წლიდან სამუშაოდ გადაჰყავთ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის უფროს მეცნიერ თანამშრომელ–რედაქტორის თანამდებობაზე, თარგმანის სექტორში; 1972 წელს იცავს საკანდიდატო დისერტაციას პრესის ისტორიაში. ნაშრომი მოგვიანებით ცალკე წიგნად ქვეყნდება სათაურით  "საქართველოს პრესის ფლაგმანები"; 2005 წლის მარტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1981 წელს იგი დაინიშნა მარქსიზმ–ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის მეცნიერ თანამშრომლად, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი წიგნად, ბროშურად, საჟურნალო სტატიად; არის ერთ–ერთი დამაარსებელი და მთავარი რედაქტორის მოადგილე ჟურნალ "საისტორიო ვერტიკალების"; ლექციებს კითხულობს თსუ და სხვა უმაღლეს სასწავლებელში XIX-XX საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორიასა და საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაში. 2006 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი. დაჯილდოვებულია რამდენიმე მედლითა და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.155; პროფესორი გელა საითიძე - 80 წლის იუბილე / დოდო ჭუმბურიძე, ხათუნა ქოქრაშვილი // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები.-თბილისი, 2018.- N1-2 (22).-345-351

Bibliography


Share: