| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ლენინგრადის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი 1998 წელს. 1992 წელს მსახურობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის გორის ბატალიონის მეთაურის მოადგილედ ტექნიკისა და შეიარაღების დარგში; 1993 წელს იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-12 ცალკეული ბრიგადის არტილერიის უფროსი; 1994 წელს ეროვნული გვარდიის სამმართველოს განსაკუთრებული განყოფილების უფროსი; 1995 წელს თავდაცვის სამინისტროს 1-ლი საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსი; 1996 წელს მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადის მეთაურის მოადგილე; 1997–1998წწ. მთავარსადლის რეზერვის ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო პოლკის მეთაური; 1999 წელს მთავარსარდლის რეზერვის ცალკეული ტანკსაწინაღმდეგო დივიზიონის მეთაური; 2000–2001წწ. შეიარაღების 1-ლი თანრიგის ბაზის შტაბის უფროსის პირველი მოადგილე; 2002–2003წწ. J-3 ოპერატიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2004 წელს საარტილერიო დაჯგუფების სასწავლო დივიზიონის 122 მმ-იანი ბატარეის მეთაური; 2005 წელს საარტილერიო დაჯგუფების შტაბის S4-ის უფროსი; 2006 წელს საარტილერიო ბრიგადის სასწავლო დივიზიონის შტაბის S4-ის უფროსი; 2007 წელს საარტილერიო ბრიგადის ლოჯისტიკის ბატალიონის მეთაური; 2008 წელს საარტილერიო ბრიგადის შტაბის მეთაურის მოადგილე; 2011 წელს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2012 წელს გართიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი. მიღებული აქვს ორდენი და 5 მედალი. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023.- გვ.266-266 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

