The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიანა ტყებუჩავა

დიანა ტყებუჩავა
Date of birth:20 July, 1949  (76 years)
Category:Scientist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1973 წელს.

მუშაობდა პრესაში (გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტი" და "მშვიდობა ყოველთა", რედაქტორობდა გაზეთ "სდასუ"-ს.); 1979 წლიდან უნივერსიტეტშია; 1991 წლის 31 ოქტომბერს იგი აირჩიეს პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის დოცენტის ვაკანტურ თანამდებობაზე; 1993 წლის 7 ოქტომბერს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება; 1997 წელს თსუ გამომცემლობის გრიფით დაისტამბა მისი მონოგრაფია "პუბლიცისტური ტექსტის შინაარსობრივი ელემენტები". 2000 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება; ამავე წლიდან იგი პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის გამგის მოადგილეა; არის ასობით პუბლიცისტური წერილის, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, ათი წიგნისა და ორი მონოგრაფიის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა, დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დეტალის გამოყენების ზოგიერთი საკითხი თანამედროვე პრესაში, დეტალის ფუნქციურ–ტიპოლოგიური ანალიზი", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.156

Member of Organizations

  • თსუ ფილოლოგიის დარგის სადოქტორო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭო, წევრი (2004-)
  • თსუ ქალთა საკრებულო, წევრი (1982-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცი, წევრი (1984-)
  • სსრ კავშირის ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1979-)

Bibliography


Share: