| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლერი ჭოჭუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბობოთი, გეგეჭკორის რაიონი (ახ. მარტვილის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1993წწ. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საკავშირო გაერთიანება "ტყეპროექტის", ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოში პროფესიონალ მეტყევე-სპეციალისტიდან ინჟინერ-ტაქსატორობიდან საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსობამდე (ინჟინერ-ტაქსატორი, ტყის ინვენტარიზაციის და დაგეგმვის პარტიის უფროსი, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი); 1993-2006წწ. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ინვენტარიზაციის და მართვის გეგმების შემუშავების სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2006-2013წწ. მონაწილეობდა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ პროექტებში; 2013 წლის ივნისში დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარ მეტყევედ; 2014 წლის მარტიდან განაგრძო მუშაობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე; ახალგაზრდულ ასაკში იქნა დასახელებული საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ტყეთმოწყობის ორმოცდაათ საუკეთესო პროფესიონალთა შორის; მისი უშუალო მონაწილეობით, თანაავტორობით და ხელმძღვანელობით უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე შემუშავებულია სატყეო სექტორის განვითარების პრობლემებზე სხვდასხვა რესპუბლიკური (რეგიონალური) და სართაშორისო პროექტები; არის სხვადასხვა პუბლიკაციების ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ ფორუმში. მეტყევე. წყარო: ლერი ჭოჭუა - 80 : საქართველოს მეტყევეთა მესამე თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რესპუბლიკის დამსახურებული მეტყევე // სატყეო მოამბე = Wood bulletin = Лесной вестник : საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი.-თბილისი, 2018.- N 13-14.- გვ.31-33; ეროვნული სატყეო სააგენტო: facebook.com Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

