The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ მღებრიშვილი

თინათინ მღებრიშვილი
დაბადების თარიღი:1957  (69 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელის  ფერწერის ფაკულტეტი 1978 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი და დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტი 1990 წელს.

1979-1980წწ. გაერთიანება "სოლანი", ქართული გობელენი, მხატვარი; 1980-1986წწ. სამეცნიერო და დოკუმენტური ფილმების სტუდია, მხატვარი; 1980-1983წწ. სამეცნიერო კვლევითი სამხატვრო ლაბორატორია, მხატვარი; 1995-2002წწ. 49-ე საშუალო სკოლა, ხატვის პედაგოგი; 2005 წელს გაზეთი "კვირის პანორამა", საბავშვო გვერდის მხატვარი; 2015 წლიდან აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, მხატვარი. პირადი გამოფენები: 1985 წელს - გალერეა "ფიროსმანი" საგაზაფხულო გამოფენა - "მოლოდინი", "ნავები", "ოჯახი"; 1985 წელს - "ცისფერი გალერეა" საშემოდგომო გამოფენა - დეკორატიული ლარნაკების კომპოზიცია - "კაქტუსები"; 1986 წელს - "ცისფერი გალერეა",  საგაზაფხულო გამოფენა - "ნატურმორტი"; 1987 წელს - "ცისფერი გალერეა", საშემოდგომო გამოფენა - "მუსიკოსები"; 1999 წელს - თბილისის საშ. სკოლების ხატვის პედაგოგთა გამოფენა - "ნატურმორტი".

წყარო: ეროვნული სასახლის ვებგვერდი: tsignipedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: