| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელა მარიდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1991 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში; 2010-2017წწ. გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგები - სასამართლო პროცესზე ადვოკატის უნარები; განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა პროფესიული ეთიკა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; სამეწარმეო სამართალი; ადვოკატღა პროფესიული ეთიკა; ვადები და ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართლის პროესში; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი; სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1994-2005წწ. - ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ადვოკატურაში ადვოკატი; 2006-2017წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი; 2017-2023წწ. - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, პირველი მოადგილე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

