| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა ტალახაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978 წლის სექტემბრიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, რადიოს ლიტერატურულ გადაცემათა რედაქციაში რედაქტორად; 1980-1984წწ. მუშაობის პარალელურად სწავლობდა ქ. თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, საღამოს განყოფილებაზე; 1985 წელს ჩაირიცხა მიზნობრივ დასწრებულ ასპირანტურაში თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ტელე - რადიოჟურნალისტიკის კათედრაზე; 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1990 წლიდან მუშაობს თსუ ტელე-კინოლაბორატორიაში რედაქტორად, 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს თსუ ხელოვნების ფაკულტეტზე ტელერეჟისურის სპეციალობით; 1993 წლიდან მუშაობას იწყებს თსუ ახალციხის ფილიალში ჟურნალისტიკის განყოფილებაზე პედაგოგად; 1997 წლიდან ფილიალის ჟურნალისტიკის განყოფილების გამგეა; 1996 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.161 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

