| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ჩუბინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2012 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრატურა 2014 წელს; გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შემდეგი ტრენინგები - მოსამართლის თანაშემწის კურსი; ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტუალური საკითხები; საპროცესო დოკუმენტების შედგენა; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (პრეცედენტები); აკადემიური მართლწერა; ბავშვის უფლებათა კოდექსი; სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითხები; ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის 1980 წლის კონვენცია; კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები; დისკრიმინაციის აკრძალვა "შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები"; გავლილი აქვს ტრენინგები - მედიაცია; სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით. 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; 2012-2014წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის მომსახურების ცენტრის კონსულტანტი/წამყვანი სპეციალისტი; 2014-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე; 2018-2023წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

