The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შურა მაისურაძე

შურა მაისურაძე
Legal name:ალექსანდრე მაისურაძე
Date of birth:1927  (99 years)
Category:Sports Coach, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სხანარი, ონის რაიონი.

ჩააბარა ფიზკულტურის ინსტიტუტში 1948 წელს.

სერიოზული ვარჯიში II კურსის სტუდენტობის დროს დაიწყო. 1949 წელს უკვე საქართველოს პირველობაზე II ადგილის მფლობელი გახდა. შემდეგ ჩაირიცხა კლასიკურ ჭიდაობაში საქართველოს შეჯიბრებაში 52 კგ. წონით კატეგორიაში. 5 შეხვედრიდან 4 მოიგო და გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა. 1949 წელს სსრკ ჩემპიონატში მონაწილეობისას მოჰყვა უამრავი გამარჯვება. შემდეგ გაუშვეს ქ. ბაქოში თავისუფალ ჭიდაობაში სსრკ ჩემპიონატზე სადაც მე-V ადგილზე გავიდა. 1950 წელსაც ნაცვლად კლასიკური ჭიდაობის სსრკ პირველობაზე გაუშვეს თავისუფალ ჭიდაობაში სადაც ყოველგვარი გამოცდილების გარეშე III საპრიზო ადგილი აიღო. ასე გახდა იგი სსრკ ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში. ქართულ ჭიდაობაში მონაწილეობა მიიღო თბილისის პირველობაზე, სადაც II საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. საქართველოს ჩემპიონატში I ადგილი მოიპოვა. 1952 წლიდან მწვრთნელად მუშაობდა. მისი სახელი მიაკუთვეს ონის სპორტდარბაზს, სადაც ყოველწლიურად იმართება მისი სახელობის ტურნირები.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023.- გვ.286-287


Share: