The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სალომე ჯაბიძე

სალომე ჯაბიძე
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1989  (36 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2011 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 2013 წელს; 2012-2020წწ. გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის შემდეგი ტრენინგები - ლიდერობა და მენეჯმენტი; სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითხები; საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი; ეფექტიანი კომუნიკაცია; ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულებების გამიჯვნა; დისკრიმინაციის აკრძალვა "შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები"; საქმოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალური საკითხები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; მართლმსაჯულების სკოლა; 2019 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით; 2019 წელს გაიარა ტრენინგი - დისკრიმინაციის მიმართულების სტატისტიკის ანალიზის ფორმების შევსების შესახებ; 2020 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2020 წელს გაიარა ტრენინგი - ბავშვის უფლებათა კოდექსი; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2008-2009წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკანტი; 2009-2010წწ. - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პრაქტიკანტი; 2010-2011წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაჟიორი; 2011-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივანი; 2015-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; ქუთაისის საქალაქო სასამართლო: court.ge


გააზიარე: