The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა კატუკია

გელა კატუკია
დაბადების თარიღი:1971
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1993  (22 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმის გამოთვლითი მანქანების სპეციალობით 1990 წელს. 1991 წელს გელა კატუკია ჩაირიცხა საქართველოს ქართულ გვარდიაში. 1992 წლის 3 ნოემბერს ხელმეორედ გაიწვიეს, იყო "შავნაბადას" ბატალიონში, საიდანაც 23 იანვარს წაიყვანეს სოხუმში. დაიღუპა 1993 წლის 21 თებერვალს სოფელ კინდღის მისადგომებთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.226

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: